85 მლნ აშშ დოლარს საქართველო მსოფლიო ბანკისგან მიიღებს თბილისი. 3 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) – მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს.
თურქი ბიზნესმენები საქართველოში სამედიცინო სფეროში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ თბილისი. 3 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - თურქული კომპანია SILA საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რომელიმე საავადმყოფოში 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
ლაშა ჟვანია ტურიზმის სექტორში გადასახადების შემცირებას მიიჩნევს აუცილებლად თბილისი, 2 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - ტურიზმის სექტორში გადასახადების შემცირება აუცილებელია.
ბრაზილია საქართველოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებით დაინტერესდა თბილისი, 2 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ დღეს ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, კარლოს ანტონიო და როშა ...
“საქართველოს ბანკმა” მიკრო დაკრედიტების ყოველთვიური ლიმიტები გაზარდა თბილისი, 2 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - სს “საქართველოს ბანკმა” მიკრო დაკრედიტების ყოველთვიური ლიმიტები 5 მილიონი ლარიდან 12,5 მილიონ ლარამდე გაზარდა.
,,საქართველოს ბანკმა” ,,სტუდენტური ბარათის~ მფლობელ 20 სტუდენტს სერთიფიკატები გადასცა თბილისი. 2 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - ,,საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ,,სტუდენტური ბარათის~ მფლობელ 20 სტუდენტს დღეს სერთიფიკატები გადასცა.
,,სახალხო ბანკი” თავის მომხარებლებს დღეიდან ახალ პროდუქტს სთავაზობს თბილისი. 1 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - ,,სახალხო ბანკი” თავის მომხარებლებს დღეიდან ახალ პროდუქტს - ,,სოციალურ ანაბარს” სთავაზობს.
საქართველოში 2 ივლისიდან ფრენებს ჩინური სატვირთო ავიაკომპანია იწყებს თბილისი. 1 ივლისი (პრაიმ-ნიუსი) - ჩინური სატვირთო ავიაკომპანია ,,Jade Cargo International” ფრანკფურტი-თბილისი-ინჩეონის მიმართულებით სატრანზიტო-სატვირთო რეისების განხორციელებას 2 ივლისიდან დაიწყებს.
ებრაელი ინვესტორები საქართველოში ყავის გადამუშავებით და უძრავი ქონებით დაინტერესდნენ თბილისი, 29 ივნისი (პრაიმ-ნიუსი) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ლაშა ჟვანიას მოწვევით, თბილისში ისრაელიდან ინვესტორთა ჯგუფი იმყოფებოდა.
ეკონომიკის სამინისტროში 15 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა თბილისი, 26 ივნისი (პრაიმ-ნიუსი) - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით დღეს გამართულ აუქციონზე 15 ობიექტის ლიცენზია გაყიდა.
ყვარელში ბანკი ,,რესპუბლიკა” ახალ ფილიალს გახსნის თბილისი. 26 ივნისი (პრაიმ-ნიუსი) - ყვარელში ხვალ, ბანკი ,,რესპუბლიკა” ახალ ფილიალს გახსნის.
”ქართლი 2” და ”იმერეთი” ავარიულად გაითიშა თბილისი, 25 ივნისი (პრაიმ-ნიუსი) - ელექტროგადამცემი ხაზების - ”ქართლი 2”-ის და ”იმერეთის” ავარიულად გათიშვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დედაქალაქის რამდენიმე უბანს და რეგიონს შეუწყდა.