July 24, 2008, 3:56 am
GEO ENG RUS
 
კავკასია
 
September 15, 2007, 3:01 pm

პოლიტოლოგი:ოქრუაშვილმა პოლიტიკური ინტრიგა დინამიურად თუ არ განავითარა ნდობას დაკარგავს



საზოგადოებაში დღეს ყველაზე აქტიურად ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ვირტუალურ პარტიაზე და ხელისუფლების მხრიდან მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ,,ნადირობაზე” საუბრობენ, თუმცა, ვერც საზოგადოება, ვერც ოპოზიცია და ხელისუფლება, ვერც პოლიტოლოგი, ოქრუაშვილზე, როგორც ძლიერ ან სუსტ პოლიტიკურ ფიგურაზე, ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებს. ინტრიგის პირველი ფიგურა – თავად ოქრუაშვილი, არ ჩანს!

როგორი იქნება ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალ პოლიტიკურ ამპლუაში, რა დამოკიდებულება ექნება მის მიმართ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რამდენად რეიტინგულია მისი ფიგურა ქვეყანაში, ამ და სხვა თემებზე პრაიმ-ნიუსი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა, რომლისთვისაც ასევე ძნელი სათქმელი აღმოჩნდა, რა რესურსებით აპირებს ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას და ვინ დგას მის ზურგს უკან.

ცინცაძე მიიჩნევს, რომ ძლიერი პოლიტიკური სვლისთვის აუცილებელია ორი რესურსი – ფინანსური და ინტელექტუალური. ,,მე არ ვფლობ ინფორმაციას მისი ფინანსური რესურსის შესახებ, მაგრამ თუ განვსაზღვრავთ იმ ადამიანებით, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ, როგორც ოქრუაშვილის მხარდამჭერები და მისი მომავალი პარტიის წევრები, მაშინ უნდა განვაცხადო, რომ მას ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია", - თქვა მან, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ოქრუაშვილის გვერდით შესაძლოა გასაიდუმლოებულად იდგნენ ძლიერი ფიგურები, რომლებსაც ის საჭიროების შემთხვევაში ან გადამწყვეტ მომენტში გამოაჩენს.

ცინცაძეს აზრით, მიხეილ ქარელი, ალექსანდრე სუხიტაშვილი, თუნდაც თეო ტლაშაძე და ქეთი მახარაშვილი, რომლებმაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და სხვა ადამიანები, რომლებიც ოქრუაშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, მისთვის არანაირ შენაძენს არ წარმოადგენენ. მისი თქმით, ოქრუაშვილის პოლიტიკური კარიერა დიდად არის დამოკიდებული მის გარემოცვაზე.

რაც შეეხება საზოგადოებას, ცინცაძე თვლის, რომ მისი მხარდამჭერები მოსახლეობაში მრავლად არიან, რადგან ქართველებს გენში აქვთ ახლისკენ ლტოლვა და უკეთესობის მოლოდინი. ,,სწორედ ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება მის დაკავებას არ შეეცდება, რადგან იგი საზოგადოებაში გმირად იქცევა", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური კრახის მიზნით, შესაძლოა მასთან  მხოლოდ იდეოლოგიური ბრძოლა აწარმოოს.

ცინცაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილმა საგარეო საქმეთა ექს მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ბედიც გაიზიაროს, რომელმაც თავდაპირველად ბევრი ადამიანი შეკრიბა, ბოლოს კი სრულყოფილი პარტიაც ვერ შექმნა.

,,საზოგადოება ოქრუაშვილის არ იცნობს, როგორც საჯარო პოლიტიკოსს.. იგი ხელისუფლებაში მოღვაწეობის დროს მეტს აკეთებდა და ცოტას ლაპარაკობდა", - აღნიშნავს პოლიტოლოგი, თუმცა, მოვლენებს წინ არ უსწრებს და ისევე, როგორც ყველა, თავადაც ელოდება, რამდენად მომზადებული წარსდგება ოქრუაშვილი ხალხის წინაშე.

მისი თქმით, ოქრუაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური ინტრიგა შექმნა, რაც მისი მხრიდან სწორი და ჭკვიანური სვლა იყო. ახლა მთავარია, დინამიურად გააგრძელოს ეს სვლა. ,,საზოგადოება მის მოლოდინშია, თუ მან ეს ინტრიგა პირველივე პრესკონფერენციაზე არ გაამართლა, მაშინ იგი მოსახლეობის ნდობას დაკარგავს", - ამბობს პოლიტოლოგი.




ამინდი ვალუტა
 
ეკონომიკა
•  მიხეილ სააკაშვილი ხვალ თურქეთის ქალაქ ყარსს ეწვევა
•  ,,საქართველოს ბანკმა” 30 მლნ დოლარის საკრედიტო ფასიანი ქაღალდები განათავსა
•  SOCAR-ის ბრენდით ავტოგასამართი სადგურები მთელს საქართველოში განთავსდება
•  2008 წლის ივნისისთვის საგარეო ვალის საერთო მოცულობამ 2 მლრდ 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
•  შემოსავლების სამსახურში საბაჟო რისკის მართვის სისტემა დაინერგა
•  თელიანმა ველმა ახალი პროდუქტი - მშრალი ვარდისფერი ღვინო "საფერავი როზე" გამოუშვა
•  ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართერბაში 1.4010 ლარით განისაზღვრა
•  ფინანსთა სამინისტრომ სტაჟიორებისთვის სასწავლო კურსები დაიწყო
•  საქართველო-შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდება
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4030 ნიშნულზე დაფიქსირდა
•  საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია 212-მა კომპანიამ გაიარა
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4060 ნიშნულზე დაფიქსირდა
 
 
აქტუალური თემა
ექსპერტი: სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლით პოლიტიკურად გარისკა

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ქართველი ექსპერტები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უკვე რეალობად მიიჩნევენ

საქართველო ნატოს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. ოფიციალური თბილისის მისწრაფება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, უკვე ფანტასტიკის სფეროს აღარ...

პოლიტოლოგები ოქრუაშვილისგან სკანდალური ბრალდებების არგუმენტებს ითხოვენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ასპარეზზე გამოჩენამ ქართული პოლიტიკა ემოციურად...

გორში ვითარება სტაბილურია
გორში ვითარება სტაბილურია

თბილისი 12 სექტემბერი (პრაიმ-ნიუსი) - გორში დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ვითარება სრულად განიმუხტა და მდგომარეობა ქალაქში საღამოსთვის...

 
Jul 2008
SuMoTuWeThFrSa
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 
                                                       
 
    

Copyright © 1997-2007 Prime News Agency, All rights reserved

News and other data on this web site are provided for information purposes only, and are not intended for republication or redistribution. Republication or redistribution of Prime News content, including by framing or similar means, is expressly prohibited without the prior written consent of Prime News.

Rambler's Top100