July 24, 2008, 3:57 am
GEO ENG RUS
 
კავკასია
 
September 26, 2007, 7:55 pm

პოლიტოლოგები ოქრუაშვილისგან სკანდალური ბრალდებების არგუმენტებს ითხოვენ



ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ასპარეზზე გამოჩენამ ქართული პოლიტიკა ემოციურად დატვირთა. მისი გამოსვლის ფონზე საზოგადოებაში სერიოზული მითქმა-მოთქმა და ,,კვანძის გახსნის’’ მოლოდინი შეიქმნა. ოქრუაშვილი, რომლის განცხადებები, ძირითადად, ხელისუფლებაზე დაგროვილი ,,საშიში” კომპრომატებით შემოიფარგლებოდა, სულ არ ფიქრობდა იმაზე - დადგა თუ არა თავისი დრო.

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის დაკავებამ მისი გამოსვლა დააჩქარა და იგი საზოგადოების წინაშე ნაკლებად მომზადებული წარსდგა. მათი ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუკი ოქრუაშვილმა ხელისუფლების მიმართ წაყენებულ სერიოზულ ბრალდებებს ფაქტები და არგუმენტები არ მიაშველა, მისი პოლიტიკური კარიერა კრახით დასრულდება.

პრაიმ-ნიუსსთან საუბრისას პოლიტოლოგებმა სოსო ცინცაძემ და ლევან ცუცქირიძემ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ თითქმის ერთნაირი პოზიცია დააფიქსირეს. ისინი სკეპტიკურად უყურებენ ახალ პოლიტიკურ ძალას და აქცენტს მისი განცხადებების არგუმენტაციაზე აკეთებენ.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, ოქრუაშვილს არა მარტო თავად, არამედ საზოგადოებაც ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, სკეპტიციზმის მიზეზი ოქრუაშვილის მხრიდან ხელისუფლების მიმართ მასშტაბური სახის ბრალდებებზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებია, რომლებიც სათანადო დოკუმენტაციით არ მყარდება.

,,საზოგადოება არ უნდა მიეჩვიოს მხოლოდ ბრალდებების მოსმენას, საზოგადოებამ ფაქტები და არგუმენტები უნდა მოითხოვოს", - განაცხადა ცუცქირიძემ. მისი თქმით, ოქრუაშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და ხალხი მისგან უფრო ბევრს მოელის.

სოსო ცინცაძე ოქრუაშვილის პოლიტიკურ სვლას ,,გემზე ჯანყად" აფასებს. მას მიაჩნია, რომ ოქრუაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, სიტყვით გამოსვლისას სოლიდურობა აკლდა. ,,მისი განცხადებები ცილიზებულ ფორმებს სცილდება, რაც თანამედროვე დონის, ძლიერი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია", - აცხადებს იგი და თვლის, რომ სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც ფაქტებს მტკიცებულებებით ვერ ამყარებს, ამ ფაქტების შესახებ არ უნდა ლაპარაკობდეს. ,,ოქრუაშვილი ვერასოდეს დაამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ბიძამ, თემურ ალასანიამ ქრთამი აიღო, რისთვისაც ის დააკავა და შემდეგ, თავად სააკაშვილის მითითებით გაათავისუფლა", - თქვა მან.

ცინცაძისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა საპასუხო განცხადებები უმრავლესობიდან, რომლებიც არ წარმოადგენდა ფაქტებზე არგუმენტაციას და ოქრუაშვილის მიმართ, ძირითადად, ისეთი არაფრისმთქმელი სიტყვებით შემოიფარგლებოდა, როგორიცაა: ,,უწმაწური კაცი", ,,ისტერიკაში მყოფი", ,,ბოდვა", ,,პატარა შეშინებული მეზღაპრე" ,,ჯეიმს ბონდი" და ა.შ. ,,ოქრუაშვილის წყალობით პარლამენტში მუნჯები ალაპარაკდნენ. ,,ხალხის რჩეულებმა", რომლებსაც ოთხი წლის მანძილზე ხმა არ ამოუღიათ განცხადებები ახლა გააკეთეს", - აცხადებს ცინცაძე და აღნიშნავს, რომ უმრავლესობას მხოლოდ ერთი პოლემისტი - გიგა ბოკერია ყავს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოში დაბალი პოლიტიკური კულტურაა და მის ამაღლებას თაობები დასჭირდება. მისი თქმით, დღეს, ისევე როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, გარემოცვას პირადი ურთიერთობების პრინციპით არჩევენ, რაც საერთო საქმისთვის დამღუპველია. ,,გარემოცვა უნდა წარმოადგენდეს ინტელიგენციას, მეცნიერებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს", - განაცხადა პოლიტოლოგმა. იგი ოქრუაშვილის გარემოცვიდან, რომელიც მისი პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, ყველაზე მისაღებ ფიგურად ადვოკატ ეკა ბესელიას ასახელებს.

,,რა არის ჭორი და რა არა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ, ამის დამტკიცება რთულია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ - რა პოლიტიკური ძალა მოდის ქვეყანაში ოქრუაშვილის პარტიის სახით. არც ოფისი, არც ატრიბუტი, არც დევიზი მისთვის შენაძენს არ წარმოადგენს, შენაძენი არის მხოლოდ გუნდი, რომელიც მის გარემოცვას წარმოადგენს", - აცხადებს ცინცაძე. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ოქრუაშვილის პირველი განცხადება არ წარმოადგენდა პოლიტიკურ პლატფორმასა და იდეოლოგიას. მისი თქმით, ყოველი ახალი ძალა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონსტრუქციული გზების შექმნაზე უნდა მუშაობდეს, ,,თორემ ის რომ, ქვეყანაში სოციალური კრიზისია, საზოგადოებამ კარგად იცის და ამის განცხადებაში ახალი არაფერია", - აღნიშნა მან.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ განცხადება ოფიციალურად 25 სექტემბერს გააკეთა. იმავე დღესვე ოქრუაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა. მან სააკაშვილი და ამჟამინდელი მთავრობა, კორუფციაში, მკვლელობის დაკვეთებში, ეკლესიისა და საზოგადოების ტერორში დაადანაშაულა. 

ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მისი გუნდის წევრები - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილი, დეპუტატები - კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი, თეო ტლაშაძე, გია თორთლაძე, ქეთი მახარაშვილი, ადვოკატი ეკა ბესელია, ჟურნალისტები ნათია ლაზაშვილი და ნანა ლეჟავა, ასევე, ყოფილი პარლამენტარი დავით კოღუაშვილი.


პრაიმ-ნიუსი
ხათუნა კიღურაძე




3.5 / 5 (2 Votes)
ამინდი ვალუტა
 
ეკონომიკა
•  მიხეილ სააკაშვილი ხვალ თურქეთის ქალაქ ყარსს ეწვევა
•  ,,საქართველოს ბანკმა” 30 მლნ დოლარის საკრედიტო ფასიანი ქაღალდები განათავსა
•  SOCAR-ის ბრენდით ავტოგასამართი სადგურები მთელს საქართველოში განთავსდება
•  2008 წლის ივნისისთვის საგარეო ვალის საერთო მოცულობამ 2 მლრდ 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
•  შემოსავლების სამსახურში საბაჟო რისკის მართვის სისტემა დაინერგა
•  თელიანმა ველმა ახალი პროდუქტი - მშრალი ვარდისფერი ღვინო "საფერავი როზე" გამოუშვა
•  ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართერბაში 1.4010 ლარით განისაზღვრა
•  ფინანსთა სამინისტრომ სტაჟიორებისთვის სასწავლო კურსები დაიწყო
•  საქართველო-შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდება
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4030 ნიშნულზე დაფიქსირდა
•  საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია 212-მა კომპანიამ გაიარა
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4060 ნიშნულზე დაფიქსირდა
 
 
აქტუალური თემა
ექსპერტი: სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლით პოლიტიკურად გარისკა

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ქართველი ექსპერტები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უკვე რეალობად მიიჩნევენ

საქართველო ნატოს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. ოფიციალური თბილისის მისწრაფება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, უკვე ფანტასტიკის სფეროს აღარ...

პოლიტოლოგი:ოქრუაშვილმა პოლიტიკური ინტრიგა დინამიურად თუ არ განავითარა ნდობას დაკარგავს

საზოგადოებაში დღეს ყველაზე აქტიურად ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ვირტუალურ პარტიაზე და ხელისუფლების მხრიდან მისი მხარდამჭერების...

გორში ვითარება სტაბილურია
გორში ვითარება სტაბილურია

თბილისი 12 სექტემბერი (პრაიმ-ნიუსი) - გორში დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ვითარება სრულად განიმუხტა და მდგომარეობა ქალაქში საღამოსთვის...

 
Jul 2008
SuMoTuWeThFrSa
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 
                                                       
 
    

Copyright © 1997-2007 Prime News Agency, All rights reserved

News and other data on this web site are provided for information purposes only, and are not intended for republication or redistribution. Republication or redistribution of Prime News content, including by framing or similar means, is expressly prohibited without the prior written consent of Prime News.

Rambler's Top100