July 24, 2008, 3:59 am
GEO ENG RUS
 
კავკასია
 
October 3, 2007, 12:02 pm

ქართველი ექსპერტები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უკვე რეალობად მიიჩნევენ



საქართველო ნატოს ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. ოფიციალური თბილისის მისწრაფება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, უკვე ფანტასტიკის სფეროს აღარ განეკუთვნება. დღეს თბილისში ჩამოდის, არა უბრალოდ ნატოს წარმომადგენელი, არამედ ამ ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოფ სხეფერი და საქართველოს დედაქალაქში ორ დღეს დარჩება. ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც ამ ვიზიტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.

როგორც პრაიმ-ნიუსს პარლამენტის პრესსამსახურში აცნობეს, სხეფერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან.   
 
საქართველოში ყოფნის დროს სხეფერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ლექციას ჩაატარებს.

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივანი პრეზიდენტთან ერთად სიღნაღში გაემგზავრება, სადაც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პესკონფერენციას გამართავენ.
 
ვიზიტის დასასრულს იაპ დე ჰოოფ სხეფერი საქართველოში აკრედიტებულ  NATO -ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.

NATO -ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოფ სხეფერი საქართველოს 4 ოქტომბერს დატოვებს.

გასულ კვირას კი საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელი რობერტ სიმონსი იმყოფებოდა და მასთან შეხვედრაზე სამოქმედო პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები იხილებოდა.
 
ამასთან, გუშინ, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში, ინტენსიური დიალოგის  (Intensified Dialogue) ფარგლებში, NATO- ს უმაღლესი პოლიტიკური კომიტეტის დონეზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილეს.

გასაგებია, რომ ნატო დაინტერესებულია ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებით.  
 
როგორც პრაიმ-ნიუსს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ხელმძღვანელობდა NATO - ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მარტინ ერდმანი. საქართველოს დელეგაციას კი   კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ალიანსის წარმომადგენლებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
 
NATO- ს წარმომადგენლებმა გამოხატეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარი მხარდაჭერა და მიესალმნენ ქართული მხარის ძალისხმევას მათი მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას.
 
ქართველი პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები საქართველოს ჩედილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას უკვე რეალობად მიიჩნევენ. პრაიმ-ნიუსთან საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სხეფერის საქართველოში დღევანდელი ვიზიტის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით, აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივანი ყოველდღე არ სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნებს და ის, რომ სხეფერი დღეს თბილისში ჩამოვა, საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.
 
"საქართველო ისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ და ამ პროცესს ნატოს გენმდივნის დღევანდელი ვიზიტი ალბათ დააჩქარებს" – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მათი მცდელობები კრახისთვის არის განწირული.
 
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი ალადაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ სხეფერის დღევანდელი ვიზიტი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს.
 
"ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ეს შეუქცევადი პროცესია' –აღნიშნა ალადაშვილმა.






5 / 5 (2 Votes)
ამინდი ვალუტა
 
ეკონომიკა
•  მიხეილ სააკაშვილი ხვალ თურქეთის ქალაქ ყარსს ეწვევა
•  ,,საქართველოს ბანკმა” 30 მლნ დოლარის საკრედიტო ფასიანი ქაღალდები განათავსა
•  SOCAR-ის ბრენდით ავტოგასამართი სადგურები მთელს საქართველოში განთავსდება
•  2008 წლის ივნისისთვის საგარეო ვალის საერთო მოცულობამ 2 მლრდ 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
•  შემოსავლების სამსახურში საბაჟო რისკის მართვის სისტემა დაინერგა
•  თელიანმა ველმა ახალი პროდუქტი - მშრალი ვარდისფერი ღვინო "საფერავი როზე" გამოუშვა
•  ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართერბაში 1.4010 ლარით განისაზღვრა
•  ფინანსთა სამინისტრომ სტაჟიორებისთვის სასწავლო კურსები დაიწყო
•  საქართველო-შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდება
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4030 ნიშნულზე დაფიქსირდა
•  საქართველოს ტელეკომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია 212-მა კომპანიამ გაიარა
•  ლარის გაცვლითი კურსი 1/1.4060 ნიშნულზე დაფიქსირდა
 
 
აქტუალური თემა
ექსპერტი: სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლით პოლიტიკურად გარისკა

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტოლოგები ოქრუაშვილისგან სკანდალური ბრალდებების არგუმენტებს ითხოვენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ასპარეზზე გამოჩენამ ქართული პოლიტიკა ემოციურად...

პოლიტოლოგი:ოქრუაშვილმა პოლიტიკური ინტრიგა დინამიურად თუ არ განავითარა ნდობას დაკარგავს

საზოგადოებაში დღეს ყველაზე აქტიურად ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ვირტუალურ პარტიაზე და ხელისუფლების მხრიდან მისი მხარდამჭერების...

გორში ვითარება სტაბილურია
გორში ვითარება სტაბილურია

თბილისი 12 სექტემბერი (პრაიმ-ნიუსი) - გორში დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ვითარება სრულად განიმუხტა და მდგომარეობა ქალაქში საღამოსთვის...

 
Jul 2008
SuMoTuWeThFrSa
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 
                                                       
 
    

Copyright © 1997-2007 Prime News Agency, All rights reserved

News and other data on this web site are provided for information purposes only, and are not intended for republication or redistribution. Republication or redistribution of Prime News content, including by framing or similar means, is expressly prohibited without the prior written consent of Prime News.

Rambler's Top100